კირილ ბუდანოვი - F-16-ების საკითხი მოგვარებულია - იმედი მაქვს, ისინი უკრაინის ცაზე გაზაფხულზე გამოჩნდებიან

უკრაინისთვის F-16 გამანადგურებლების მიწოდების საკითხი უკვე მოგვარებულია, ისინი მალე უკრაინის ცაზე უნდა გამოჩნდნენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

„რაც შეეხება F-16-ებს, საკითხი მოგვარებულია, ვფიქრობ, ეს ყველამ იცის. „რამშტაინზე“ საუბარი იყო დეტალებზე, მაგრამ ტექნიკურ საკითხებს ეხებოდა: გადაცემა, ინფრასტრუქტურის მზადყოფნა, ამ თვითმფრინავების მომსახურებისთვის მზადყოფნა, აეროდრომებისა და საავიაციო პერსონალის მომზადება“, - განაცხადა ბუდანოვმა.

კითხვაზე, თუ როდის მიიღებს უკრაინა დასავლურ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს, ბუდანოვმა განაცხადა, რომ სწრაფად.

„უკვე სწრაფად, ეს ბოლო ეტაპია. თქვენ იცით, რომ ჩვენი პილოტები გადიან სწავლებას. იმედი მაქვს, რომ ისინი ცაზე გაზაფხულზე გამოჩნდებიან", - აღნიშნა ბუდანოვმა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა