ქვემო ქართლის რეგიონში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ, სადახლოში გამართულ შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, გარდაბნისა და მარნეულის მაჟორიტარ-დეპუტატი პარლამენტში, ზაურ დარგალი და საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რწმუნებულმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

„ადგილობრივების მიერ, კრებებზე დასახელებული პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარე წლის ბოლომდე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი თანხითა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

კრებას, ასევე, მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილე, თემურ შუბითიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკანდაროვი ესწრებოდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის პროგრამის ფარგლებში 1 232 000 ლარია გამოყოფილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს