ქუთაისელი ახალგაზრდები „ზამთრის ლიდერთა სკოლაში“ ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა გააცილა

ქუთაისის მერიის მიერ ორგანიზებული ,,ზამთრის ლიდერთა სკოლა 2024“ - ის მონაწილეები სურამში გაემგზავრნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლიდერთა სკოლა, 24 თებერვლის ჩათვლით, ორ ნაკადად ჩატარდება და მასში მონაწილეობას 18-დან 29 წლამდე 40-მდე ახალგაზრდა მიიღებს.

ქუთაისის მერიის განმარტებით, ლიდერთა სკოლის ამოცანაა ახალგაზრდებში ლიდერის თვისებების გამოვლენა და განვითარება, ასევე, სოციალურად აქტიური ახალგაზრდების იმიჯის ფორმირება. მონაწილეებისთვის გაიმართება ტრენინგები, ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა ახალგაზრდული საქმიანობის საკვანძო კომპონენტები, საერთაშორისო ორგანიზაციები - ნატო და ევროკავშირი.

ქუთაისელი ახალგაზრდები „ზამთრის ლიდერთა სკოლაში“ ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა გააცილა.

„ქუთაისის მერია აგრძელებს ახალგაზრდულ პროგრამებს. "ზამთრის ლიდერთა სკოლაში“ გავაცილეთ ახალგაზრდები. ისინი 10 დღის განმავლობაში კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებენ თვითმმართველობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ, შეიძენენ ახალ უნარებს. დარწმუნებული ვარ, ბანაკში გატარებული დღეების შემდეგ, მათი ცნობიერება იქნება უფრო ამაღლებული და შესაბამისად, უფრო აქტიურად ჩაერთვებიან ქალაქის ახალგაზრდულ საქმიანობაში”, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს