იაგო ხვიჩია ოპოზიციის დაპირებაზე - ნუ არიან წუწკები - 1000-ლარიან პენსიას რატომ ჰპირდებიან არ მესმის, 10 000-იანი ხომ სჯობს? - მარტო „მერსედესის“ ქარხანა რა შუაშია, იქვე „ტესლა“ და „ბე-ემ-ვეც“ რომ იყოს არ სჯობს?

ნუ არიან წუწკები - 1000 ლარიან პენსიას რატომ ჰპირდებიან არ მესმის, 10 000-იანი ხომ ჯობია? და მარტო „მერსედესის“ ქარხანა რა შუაშია, იქვე „ტესლა“ და „ბე-ემ-ვეც“ რომ იყოს არ ჯობია? - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ოპოზიციური პარტიების დაპირებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ხვიჩია აღნიშნავს, გარკვეული ოპოზიციური პარტიების დაპირებებს საღი აზრი არ უდევს.

„მე მგონი, ცოტა ხელმოჭერილი ხალხია დაპირებებში. მაგალითად, 1000 ლარიან პენსიას რატომ ჰპირდებიან არ მესმის, 10 000-იანი ხომ ჯობია? და მარტო „მერსედესის“ ქარხანა რა შუაშია, იქვე „ტესლა“ და „ბე-ემ-ვეც“ რომ იყოს? ასე არ ჯობია? მე ასე დავუკორექტირებდი დაპირებებს ჩვენს კოლეგებს. ნუ არიან წუწკები. მეტი დაჰპირდნენ ქართველ ხალხს. მეტი უნდა დავპირდეთ, რა გენანება? საღი აზრი არ უდევს ამ გათვლებს და ბარემ თუ დაპირებებია ნუ ვიქნებით წუწკები, მეტი დავპირდეთ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

მან ასევე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით "ლელოს" განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არა მუქარა, არამედ წინასაარჩევნო ხრიკია.

„მუქარად აღვიქვამდი სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ „ლელო" რომ ბიძინას ემუქრება ცოტა ირონიული გამოდის ეს და მაგიტომ ვერ ვიღებ ბოლომდე მუქარად. მე მგონი, უფრო წინასაარჩევნო „ტრიუკია", ვიდრე სერიოზული მუქარა," - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის ადგილი არის კრემლში და მას შემდეგ რაც „ლელო" ხელისუფლებაში მოვა, ის მოსკოვში აუცილებლად წავა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება