ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ისრაელში, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ერთ-ერთ პარტნიორ კლინიკაში, ბენეფიციარები მოინახულეს

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ერთ-ერთ პარტნიორ კლინიკაში, „იხილოვის სამედიცინო ცენტრში“, ბენეფიციარები მოინახულეს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ისრაელის საერთაშორისო სტანდარტების, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში, 5 პაციენტი მკურნალობს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამინისტროს წარმომადგენლები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ, შეხვდნენ მშობლებსა და მკურნალ ექიმებს.

„იხილოვის სამედიცინო ცენტრში“, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ისრაელში საქართველოს საკონსულოსა და საელჩოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოში ამოქმედდა. პირველ ეტაპზე, ბენეფიციარები, სამედიცინო სერვისებს, ესპანეთის, „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის“, ისარელის „თელ-ავივ იხილოვისა“ და თურქეთის „ანადოლუს“ სამედიცინო ცენტრებში იღებდნენ. პროგრამას, 3 ახალი კლინიკა - თურქეთის „აჯიბადემის ჰოსპიტალი“, „ლივ ჰოსპიტალი“ და „ჰოსპიტალი მემორიალი“ დაემატა.

პროგრამაში ჩართული კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულებებია, სადაც თითოეულ პაციენტს, შესაძლებლობა აქვს, მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისები. პროგრამა მოიცავს დიაგნოსტიკასა და მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას, ასევე - პროტონოთერაპიას. სამედიცინო მომსახურების ხარჯებს ბენეფიციარებისთვის სახელმწიფო აფინანსებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე