ფონდ „ქართული გალობის“ სპეციალური ჯილდო „მგალობელი ჩიტი“  ანსამბლ „შილდას“ გადაეცა

სმარტ კაპიტალ ჯგუფის ფონდ ქართული გალობისა და ა. ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ფოლკლორის ცენტრში გაიმართა „დედას ლევანას“ სახელობის ფოლკლორული ანსამბლ შილდას კონცერტი და რიგით მე-2 აუდიო ალბომის პრეზენტაცია.

ღონისძიებაზე სმარტ კაპიტალ ჯგუფის დამფუძნებელმა, ვანო ჩხარტიშვილმა, ანსამბლ შილდას ფონდი ქართული გალობის სპეციალური ჯილდო „მგალობელი ჩიტი“ გადასცა, ნომინაციაში - ახალი თაობა. ჯილდო 2013 წელს შეიქმნა და ის ქართული ტრადიციული მუსიკის დიდ მოღვაწეებს გადაეცემათ განსაკუთრებული პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად.

ფოლკლორული ანსამბლი ქართლ-კახური სიმღერების უბადლო შემსრულებლის – ლევან ასაბაშვილის, იგივე „დედას ლევანას“ სახელს ატარებს. ანსამბლი 2017 წელს დაფუძნდა სმარტ კაპიტალ ჯგუფში შემავალი კომპანიის, მეღვინეობა შილდასა და საქველმოქმედო ფონდ ქართულ გალობას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. ანსამბლ შილდას ძირითადი მიზანია ტრადიციული კახური სიმღერების აღდგენა-პოპულარიზაცია და რეპერტუარში ადგილობრივი უნიკალური ნიმუშების დამკვიდრება. დაარსებიდან დღემდე ანსამბლი არაერთხელ წარდგა მსმენელის წინაშე საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე