შალვა პაპუაშვილი - ერთადერთი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია, ეს არის „პოტიომკინის სოფლების“ შენება - ისინი სულით და გულით კომკავშირელები არიან

ერთადერთი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია, ეს არის „პოტიომკინის სოფლების“ შენება. ეს არის მათი რუსული სტილის მენტალიტეტი სინამდვილეში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მე-20 საუკუნის ბოლოს წამოზრდილი ადამიანები არიან, რომლებიც თავისი სულით და გულით კომკავშირელები არიან.

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველო იყო ყველაზე ჩამორჩენილი ეკონომიკური განვითარების ტემპით რეგიონში. ეს ყველას უნდა ახსოვდეს. ის "პოტიომკინის" სოფლები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი გიორგი ვაშაძესთან და სხვებთან ერთად აშენებდა და ქართულ საზოგადოებას და გარე სამყაროს აჩვენებდა, თითქოს აქ რაღაც კეთდებოდა, დიდი ხანია გაშიფრულია. ყველამ ჩახედოს ციფრებს. ერთადერთი რაც "ნაციონალურ მოძრაობას" შეუძლია, ეს არის "პოტიომკინის სოფლების" შენება. ეს არის მათი რუსული სტილის მენტალიტეტი სინამდვილეში - მე-20 საუკუნის ბოლოს წამოზრდილი ადამიანები, რომლებიც თავისი სულით და გულით არიან კომკავშირელები," - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება