გიორგი ფანგანი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა შეხვედრა გამართა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან (AFD).

ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს მომავალი თანამშრომლობის საკითხები.

„სემეკის წევრმა სააგენტოს წარმომადგენლებს გააცნო ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმა. გარდა ამისა, გიორგი ფანგანმა მათ მიაწოდა ინფორმაცია მწვანე ენერგიის განვითარებაში სემეკის როლის, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის არსებული და სამომავლო მოდელების რეგულაციების შესახებ.

სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ ენერგეტიკის სექტორში რეგულირებასთან დაკავშირებული რეფორმების სწრაფი და შეუფერხებელი განხორციელებისთვის, სააგენტოს მიერ კომისიის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს