გიორგი პერტაია - საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს საბჭოს ფორმატი გვაძლევს საშუალებას საქართველოში ინვესტირებისა და  ქვეყნებს შორის ვაჭრობის ზრდის მხრივ საინტერესო შედეგები მივიღოთ

სავაჭრო პალატამ საქართველო - საუდის არაბეთის ერთობლივი ბიზნეს საბჭოს მეორე სამუშაო სხდომა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხდომა მისასალმებელი სიტყვით სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა და საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრის მოადგილემ, ბადრ ალბადრიმ გახსნეს.

„საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს საბჭოს ფორმატი გვაძლევს საშუალებას ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები შევახვედროთ და გავაცნოთ ერთმანეთს. მსგავსი ფორმატის შეხვედრებით შეგვიძლია მივიღოთ საინტერესო შედეგები -საქართველოში ინვესტირების , სულ მცირე ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაზრდის მხრივ“, - განაცხადა გიორგი პერტაიამ.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბიზნეს სექტორმა და საუდის არაბეთის უმსხვილესმა კომპანიებმა უძრავი ქონების, ინვესტიციების, ტურიზმის, ენერგეტიკის, მეტალურგიის, სამშენებლო და საბანკო სექტორებიდან.

სხდომაზე მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და ინვესტიციების ხელშეწყობაზე იმსჯელეს.

საქართველოს სავაჭრო პალატასა და საუდის არაბეთის სავაჭრო პალატების ფედერაციას შორის, ერთობლივი ბიზნეს საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით მემორანდუმი გასულ წელს, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში გაფორმდა.

საბჭოს წევრები წამყვანი ბიზნეს კომპანიები და ორგანიზაციები არიან.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს