დონალდ ტრამპი - პუტინმა, ფაქტობრივად, დიდი კომპლიმენტი მითხრა - მან თქვა, რომ ბევრად ურჩევნია ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა, ვიდრე ტრამპის

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისთვის კომპლიმენტია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან იმის თქმა, რომ ურჩევნია არჩევნებში მისმა კონკურენტმა, ჯო ბაიდენმა გაიმარჯვოს.

სამხრეთ კაროლინაში, ჩრდილოეთ ჩარლსტონში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ ის „საოცარ“ საქმეებს გააკეთებს, თუ არჩევნებში გაიმარჯვებს, მათ შორის, ძალიან სწრაფად დაასრულებს რუსეთსა და უკრაინას შორის ომს.

„რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, ფაქტობრივად, დიდი კომპლიმენტი მითხრა. მან თქვა, რომ ბევრად ურჩევნია ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა, ვიდრე ტრამპის. ახლა ეს კომპლიმენტია. უამრავმა ადამიანმა თქვა: "ოჰ, ეს ძალიან ცუდია". არა, არა, ეს კარგია“, - აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა "Россия 1"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთისთვის უკეთესი იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა, ვიდრე დონალდ ტრამპის, რადგან ბაიდენი უფრო გამოცდილი და პროგნოზირებადი ადამიანია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე