ლევან დავითაშვილმა თბილისში საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმი გახსნა

თბილისში საქართველო - საუდის არაბეთის ბიზნესფორუმმა დაიწყო მუშაობა, რომელიც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილისა და საუდის არაბეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, ინვესტიციების მინისტრ ხალიდ ალ-ფალიჰის მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას 300-მდე დელეგატი ესწრება, მათ შორის საქართველოს და საუდის არაბეთის როგორც სამთავრობო, ისე ბიზნესწრეების ფართო წარმომადგენლობა.

„ჩვენი პრიორიტეტია საუდის არაბეთის სამეფოსთან - ყურის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანასთან და უფრო ფართოდ - არაბულ სამყაროსთან ურთიერთობების განმტკიცება. ბოლო წლებში, გასული წლის ჩათვლით, ჩვენ შევინარჩუნეთ მზარდი ტენდენცია ორმხრივი ვაჭრობის, ასევე საუდის არაბეთის ინვესტიციების მიმართულებით. გარდა ამისა, საუდის არაბეთიდან ინვესტიციების შემდგომი ხელშეწყობის მიზნით, საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს, აქტიურად იმუშაოს ორ ქვეყანას შორის „ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებაზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში.

პირველმა ვიცე-პრემიერმა საუდის არაბეთის დელეგაციის წევრებს გააცნო საქართველოში არსებული ეკონომიკური ტენდენციები და საინვესტიციო კლიმატის, ასევე მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის შესახებ.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი ორი ქვეყნის ბიზნესსექტორის (B2B) შეხვედრები შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად. მისი თქმით, ამ მხრივ, მნიშვნელოვანია გასული წლის ოქტომბერში ორი პალატის მიერ დაარსებული ერთობლივი ბიზნესსაბჭო, რომელმაც იდეალური ჩარჩო შექმნა ორივე ქვეყნის ბიზნესისთვის კავშირების დასამყარებლად და ახალ პროექტებზე სამუშაოდ.

„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ჩვენი ქვეყანა შესაძლებლობების უნიკალურ ნაზავს გთავაზობთ, რაც საქართველოს მიმზიდველ დანიშნულების ადგილად აქცევს როგორც ინვესტორებისთვის, ისე ბიზნესისთვის. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობის კლიმატს და განვახორციელეთ რეფორმების ფართო სპექტრი, რომელიც გულისხმობს როგორც ბიზნესის კეთების გამარტივებას, ისე საგადასახადო ტვირთის შემცირებას. დღეს საქართველო ინვესტიციების განსახორციელებლად ისეთი ადგილია, სადაც დაბალ ხარჯებთან ერთად, დაგხვდებათ შემცირებული რისკები, არაჩვეულებრივი ბიზნეს კლიმატი, მწვანე ენერგიის ხელმისაწვდომობა და წვდომა 2,3 მილიარდზე მეტი მომხმარებლის გლობალურ ბაზრებზე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების ფარგლებში“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის მიმდინარეობისას საუდის არაბეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობების პრეზენტაციას გასცნობოდნენ, რომელიც მათ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა წარუდგინა. ფორუმის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსიები ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული ჰაბის პოტენციალზე. ამასთან, ორი ქვეყნის წარმომადგენლები გაცვლიან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და კულტურული ურთიერთობების მიმართულებით.

„საქართველოს მტკიცე არჩევანი, იყოს დივერსიფიცირებული და თანამედროვე ეკონომიკა შეესაბამება საუდის არაბეთის მომავლის ხედვას, რაც წარმოადგენს საწარმო შესაძლებლობების ზრდას მწვანე ენერგეტიკის, ტურიზმის, ტრანსპორტირებისა და სხვა სექტორებში. საქართველო ღიაა ბიზნესისთვის და მოუთმენლად ველით იმ შესაძლებლობებს, რასაც საუდის არაბეთთან ჩვენი პარტნიორობა ორივე მხარეს მოგვიტანს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს