კახა კალაძე „ლელოზე“ - ისეთ სისულელეებს აკეთებენ, სირცხვილისგან მანქანაც კი დაიწვა

ჩვენ ვისმენთ ისეთ განცხადებებს, ქმედებას თუნდაც პარტია “ლელოდან”, მისი დამფუძნებლების მხრიდან... ნუ, საოცარია, ეს მუქარები - თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთ სისულელეებს აკეთებენ, სირცხვილისგან მანქანაც კი დაიწვა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს შეიძლება მამუკა ხაზარაძე პოლიტიკური პარტიის წევრი არ იყო, მაგრამ “ისეთ სიბინძურეებს აკეთებდა და კადრულობდა, რაც საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის”.

“ეს ადამიანები, პოლიტიკური პარტიები დღეს რაღაც სახელებს რომ ირქმევენ, ყველა არის “ნაციონალური მოძრაობის” წიაღიდან აღმოცენებული. შეიძლება მაშინ ხაზარაძე “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული წარმომადგენელი არ იყო, მაგრამ მისი ფუნქცია ჰქონდა და ყველამ კარგად ვიცით, რა იყო ამ ადამიანის ფუნქცია. შესაბამისად, დღეს როდესაც ვისმენთ ამ მუქარებს, არაფერი შეცვლილა, ისინი როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, რა საზიზღრობებით გამოირჩეოდნენ და რა სიმძიმით, ყველას კარგად გვახსოვს. დღეს როდესაც ოპოზიციაში არიან, არაფრით შეცვლილან. იგივეს აკეთებენ, უბრალოდ ამის ნაკლები რესურსი და შესაძლებლობები აქვთ. ასეთი ადამიანები არა თუ რაღაცას სიმრავლით შევლენ პარლამენტში, საერთოდ არანაირი შანსი არ აქვთ წარმატების. თუ ისინი ბარიერს გადალახავენ, ეს იქნება მათთვის ძალიან დიდი წარმატება. ჩვენ ვისმენთ ისეთ განცხადებებს, ქმედებას თუნდაც პარტია “ლელოდან”, მისი დამფუძნებლების მხრიდან... ნუ, საოცარია ეს მუქარები. ამ ყველაფრით, განცხადებებით ჩანს, თუ ვინ არიან ეს ადამიანები და რას წარმოადგენენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთ სასულელეებს აკეთებენ, სირცხვილისგან მანქანაც კი დაიწვა.

ეს არის პატარა ადამიანების სპეკულაციები. ე.ი. ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყო ამ ქვეყანაში, მისგან განსხვავებით ყოველთვის ქართულ საქმეს აკეთებდა. უამრავი ქველმოქმედება, კეთილი საქმე და დღესაც დგას იქ, სადაც ჩვენს სამშობლოს და ამ ქვეყნის მომავალს სჭირდება, ასე იქნება ყოველთვის. აი, ახლა ხაზარაძეები, ვიღაცები... ამ ადამიანების წარსული და რით იყვნენ დაკავებულები ვიცით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება ის პოლიტიკური პარტიის წევრი არ იყო, მაგრამ ისეთ სიბინძურეებს აკეთებდა და კადრულობდა, საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის. ასეთ ადამიანებს ყოველთვის შესაბამისი პასუხი გაეცემა”, - განაცხადა კალაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო