ბათუმში „გმირთა ხეივნის“ სრული რეაბილიტაცია და საფეხმავლო სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ბათუმში „გმირთა ხეივნის“ სრულ რეაბილიტაციასა და საფეხმავლო სახიდე გადასასვლელის მშენებლობას ინტენსიურად აგრძელებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დასკვნით ფაზაშია.

„ერთ კილომეტრზე მეტი სიგრძის ,,გმირთა ხეივნის“ სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, უკვე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემა, მოეწყო სავალი ნაწილის ბეჭდური ბეტონი, სარწყავი სისტემა. უკვე დასრულდა ხეივნის კეთილმოწყობის სამუშაოები, რისთვისაც მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა სანათები, საყვავილეები, სკამები, ინსტალაციები, შადრევნები, ველო სადგომები და განთავსდა ურნები, შეიცვალა და განახლდა დენდროლოგია.

ასევე, დასრულდა ხეივნის მონაკვეთების დამაკავშირებელი საფეხმავლო გადასასვლელი ხიდების მშენებლობა. ამჟამად მიმდინარეობს ხიდების მოპირკეთების სამუშაოები. ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედით მოსარგებლეთათვის გათვალისწინებული სახიდე გადასასვლელი, პანდუსთან ერთად, უზრუნველყოფს კავშირს სამნაწილიანი ბულვარის მონაკვეთებს შორის.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 23.8 მილიონი ლარით დაფინანსდა.

პროექტის განვითარება, მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, ორ ეტაპად დაიგეგმა. სამუშაოები აქტიურად გრძელდება და ტურისტული სეზონისათვის ქალაქს ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე