კახა კალაძე მიუნხენის კონფერენციის ანგარიშზე - ეს არის ჩვეულებრივი სიბინძურე - არა ერთხელ ვნახეთ, თუ როგორ აკეთებენ ასეთ განცხადებებს, ამაში ფულს იღებენ და ეს შენიღბულია, როგორც ლობიზმი

ეს არის ჩვეულებრივი სიბინძურე, ვინც ეს იკადრა, არა ერთხელ ვნახეთ, თუ როგორ აკეთებენ ასეთ განცხადებებს, ამაში ფულს იღებენ და ეს შენიღბულია, როგორც ლობიზმი, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიუნხენის კონფერენციის ანგარიში, რომელშიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია, როგორც „პრორუსი ოლიგარქი“.

კალაძის თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, როგორ მიიღება ასეთი დოკუმენტები.

„ჩვენ არა ერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ბოლო წლების, ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ძალიან დიდი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე. თუ კი რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს, ყველაფერი იკადრეს, მაგრამ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და სამშობლოს, მიუხედავად იმისა, რომ შემოტევები იყო მეორე ფრონტის გახსნასთან და სანქციებზე მიერთებასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ ეს განცხადებები ამოიღოთ და მოისმინოთ. პირდაპირ გვავალდებულებდნენ და გვავალებდნენ იმას, რომ ხარაკირი გაგვეკეთებინა საკუთარი თავისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის - ეს იყო რეალობა, მაგრამ გამოვიჩინეთ პრინციპულობა, დავდექით ისე, როგორც ამ ქვეყნის მომავალს სჭირდება და ეს პოზიცია გვექნება მომავალშიც. რაც შეეხება იმ განცხადებას, მე არ ვიცი ვინ ისაუბრა ამაზე, ეს არის ჩვეულებრივი სიბინძურე, ვინც ეს იკადრა, და არა ერთხელ ვნახეთ, თუ როგორ აკეთებენ ასეთ განცხადებებს, ამაში ფულს იღებენ და ეს შენიღბულია, როგორც ლობიზმი. ხომ ნახეთ, FARA-ს დოკუმენტაციაში არა ერთი ასეთი ფაქტი იყო დაფიქსირებული, რომ თანხის გადახდით რეზოლუციებს იღებენ. ეს ყველაფერი ძალიან მარტივია, მე ხომ არ ვიგონებ ამას. მე კონკრეტულ ფაქტს ვციტირებ, რაც იყო და რაც ყველამ ვნახეთ, ასევე საზოგადოებამ ეს ყველაფერი იხილა და ნახა. რეზოლუციები, სადაც ივანიშვილზე არასწორი ინფორმაცია იწერებოდა, როგორ ხდებოდა ამ რეზოლუციების მიღება. ეს არის ძალიან დიდი სიბინძურე, რომელიც შენიღბულია დემოკრატიით და ე.წ. ლობიზმით“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენის კონფერენციის ანგარიში, რომელიც შეკრებამდე გამოქვეყნდა, 8 თავისგან შედგება და საქართველო აღმოსავლეთ ევროპის თავშია განხილული, რომლის ქვესათაურად ავტორებმა „ნაცრისფერი ზონის ჩრდილები“ შეარჩიეს.

„პრორუსი ოლიგარქი და საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელი“, - ასე მოიხსენიებს ბიძინა ივანიშვილს მიუნხენის კონფერენციის ანგარიში, სადაც წერია, რომ სწორედ ივანიშვილს „უნდა ეკისრებოდეს პასუხისმგებლობა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ევროკავშირისგან გვერდზე გადგომის მცდელობებში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ეწინააღმდეგება ქართული საზოგადოების უმრავლესობის სურვილებს...“

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება