ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრებს და ოლაფ შოლცსა და ემანუელ მაკრონს შეხვდება

გერმანიასა და საფრანგეთში 16-17 თებერვალს დაგეგმილი ვიზიტის დროს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„16 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიასა და საფრანგეთს ეწვევა და გერმანიის ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცთან და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებებს გამართავს“, -აცხადებენ ზელენსკის ოფისში.

მათივე ინფორმაციით, 17 თებერვალს, ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრებს და მის ფარგლებში რამდენიმე ორმხრივ შეხვედრასაც გამართავს. კერძოდ, დაგეგმილია მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრები აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან, ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველთან, დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენთან, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესა და სხვა სახელმწიფოების ლიდერებსა და ბიზნესმენებთან.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა