კახა კალაძე - ბიზნესის დიდი ნაწილი თანამშრომლობს „ქართულ ოცნებასთან“ და ამაში ცუდი რა არის? - რომელმა ბიზნესმა უნდა შესწიროს თანხა ოპოზიციას, რომელსაც ატერორებდნენ?

ბიზნესის ძალიან დიდი ნაწილი თანამშრომლობს „ქართულ ოცნებასთან“ და ამაში ცუდი რა არის? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიზნესმენების უმრავლესობა აფინანსებს „ქართულ ოცნებას“ და ამას თავისი ახსნა და მიზეზი აქვს.

„რომელმა ბიზნესმა უნდა შესწიროს ოპოზიციას, შეგიძლიათ ამიხსნათ? რომელმა ბიზნესმა, რომელსაც ატერორებდნენ? თქვენ როგორ ფიქრობთ, საიდან ფინანსდება ოპოზიციური პარტიები, როდესაც არჩევნებია? არჩევნებს თანხის გარეშე ხომ ვერ ჩაატარებენ? ვინ აფინანსებს, თუ არა ბიზნესი? შეიძლება ბიზნესის რაღაც კატეგორია იყოს, რომელიც აფინანსებდეს ოპოზიციას, თუმცა უმრავლესობა აფინანსებს „ქართულ ოცნებას“ და ამას თავისი ახსნა, მიზეზი აქვს და ხომ იცით, რა არის ეს მიზეზი?

თქვენ გახსოვთ „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი პერიოდი. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც იყო ერთი დიდი გუნდი, დღეს შეიძლება დაშლილი არის მარტივ მამრავლებად. წარმოდგენილია, როგორც „ლელო“, „გახარიები“, „დროა“, „სტრატეგია“ და ა.შ. საერთო ჯამში ეს არის ერთი ადამიანები, რომლებიც აღმოცენებულები არიან „ნაციონალური მოძრაობიდან“. დღეს შეიძლება სხვადასხვა პარტიებს წარმოადგენენ, მაგრამ მათ ერთი პატრონი ჰყავთ და ერთი მსოფლმხედველობა აქვთ. შესაბამისად, გვახსოვს ეს ადამიანები ბიზნეს როგორ ექცეოდნენ. ასევე, გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, ამ ყველაფრის გახსენება არ მინდა, თქვენც და საზოგადოებამაც ძალიან კარგად იცით“, - აღნიშნა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხშირად ის კომპანიები, რომლებიც „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან, სახელმწიფო ტენდერებში იმარჯვებენ, რაც კითხვებს აჩენს, კალაძე ამბობს, რომ „არანაირ კითხვებს არ იწვევს, ეს არის თქვენი სულელური სპეკულაციები“.

„არანაირ კითხვებს არ იწვევს, ეს არის თქვენი სულელური სპეკულაციები. ე.ი. ბიზნესის ძალიან დიდი ნაწილი თანამშრომლობს „ქართულ ოცნებასთან“ და ამაში ცუდი რა არის? ბიზნესი ეკონომიკურ განვითარებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, ქვეყანაში ბიზნესი ქმნის დოვლათს, ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან არა თუ თანამშრომლობა მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომა ბიზნეს და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ექნება. იმიტომ, რომ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა“, - განაცხადა კალაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე