ირაკლი ღარიბაშვილი - გვარამია არის დამოუკიდებელი? ხაზარაძე, ნიკა მელია თუ ხაბეიშვილი? - არცერთი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში არც ერთი ოპოზიციური პარტია დამოუკიდებელი არ არის.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ებრძვიან ქართველი ხალხის და სახელმწიფოს ინტერესებს.

„ჩვენდა საუბედუროდ მეგობრებო, არც ერთი ოპოზიციური პარტია არ არის დამოუკიდებელი. პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მე აღარ მინდა ეს თემა გავაგრძელო, მაგრამ ისინი ემსახურებიან სხვების ინტერესებს. ოპოზიცია არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს, ეს ე.წ. გაშლილი „ნაციონალური მოძრობა“ არ ემსახურება სახელმწიფოს ინტერებს. ისინი ებრძვიან ქართველი ხალხის და სახელმწიფოს ინტერესებს.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ოპოზიცია არ არის დამოუკიდებელი და არის ერთიანი, ჩვენ ამასთან დაკავშირებით კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები გვაქვს. გადახედეთ მათ ბიოგრაფიებს. ვინ არის? გვარამია არის დამოუკიდებელი? და სხვა ცალკე მოთამაშე? თუ ხაზარაძე - ბანდიტი და სააკაშვილის მაროდიორი? თუ ნიკა მელია? თუ ხაბეიშვილი? ვინ? რომელი ოპოზიციონერი არის დღეს საქართველოში დამოუკიდებელი? რომელი ემსახურება და რომელი ატარეს საკუთარ პოლიტიკას? - არცერთი, მეგობრებო! ეს ძალიან მარტივია, ამას პატარა ბავშვი წაიკითხავ,ს მათ ამ ქმედებას და ტაქტიკას. ეს არის გაშლილი, ხელოვნურად ფრაგმენტირებული ოპოზიცია, რომ საბოლოო ჯამში მათი ილუზიებიდან გამომდინარე, აქაც რა თქმა უნდა, ამტკიცებენ საკუთარ სიბრიყვეს, რომ რაღაც წარმატების შემთხვევაში კვლავ გაერთიანდნენ. ეს ჩვენთვის ხომ ნანახია. ხალხმა კარგად იცის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში არ არსებობს სხვა რეალური ოპოზიცია, ყველა არის ჩართული „ამ საერთო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში და მათ თამაშში“.

„როცა საუბრობენ ეს ადამიანები, ჩვენ მათ ფაქტებს ვახსენებთ. მე მიყვარს ფაქტებით საუბარი. მე რამდენიმე გვარი ჩამოგითვალეთ და აღარ გავიმეორებ მათ გვარებს, ზედმეტი ფუფუნებაა მათთვის მათი ხსენება. ეს ადამიანები იყვნენ და არიან სააკაშვილის მსახურები და მათი ინტერესების გამტარებლები. არ არსებობს სხვა რეალური ოპოზიცია, ყველა არის ჩაბმული, ჩართული ამ საერთო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების და მათ თამაშში. არ არსებობს სხვა უბრალოდ მიზანი და სხვა ოპოზიცია. ყველა არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა