პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საუდის არაბეთის სამეფოს ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საუდის არაბეთის სამეფოს ინვესტიციების მინისტრს ხალიდ ალ ფალიჰს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობაზე. განიხილეს, თუ რა მხრივ არის შესაძლებელი პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით. აღინიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობის უფრო მეტად განვითარებას ხელს შეუწყობს საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმი, რომელიც თბილისში მიმდინარეობს.

საუბრისას ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და პოტენციალს. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა ხელს შეუწყობს საუდის არაბეთის სამეფოს, რათა ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად იმუშაოს საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებაზე, ასევე თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განახლებაზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში სალმან ალ აშეიხი, საუდის არაბეთის სამეფოს ინვესტიციების მინისტრის მოადგილე ბადრ ალბადრი, ხოლო საქართველოს მხრიდან, პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი,საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში ნიკოლოზ რევაზიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ილია შამუგია ესწრებოდნენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე