გიორგი კალანდარიშვილი - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დღევანდელი განცხადება არაპროფესიონალური და აბსოლუტურად უსაფუძვლოა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დღევანდელი განცხადება არაპროფესიონალური და აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

როგორც კალანდარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არ არსებობს არცერთი ისეთი გარემოება, რომელიც სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს საარჩევნო ადმინისტრაციის მიკერძოებულ საქმიანობაზე მიუთითებდა.

„საარჩევნო ადმინისტრაციის შესაფასებელი კანონი ამ ნაწილში ვერ იქნება, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ შეგვიძლია ვისაუბროთ მისი აღსრულების ნაწილზე ზოგადად, საარჩევნო პროცესთან მიმართებით. ამ შემთხვევაში, “გამჭვირვალობა-საქართველოს“ დღევანდელ განცხადებაში რაც ამოვიკითხეთ, ფაქტად და მოცემულობად წარმოჩენა, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია მმართველი პარტიის დაქვემდებარებულ უწყებას წარმოადგენს და თითქოს, ამ საკანონმდებლო ცვლილების მიღებაში ეს კვლავ გაგრძელდება, ეს არის როგორც მინიმუმ არაპროფესიონალური, აბსოლუტურად უსაფუძვლო შეფასება იმიტომ, რომ დღემდე არ არსებობ არცერთი ისეთი გარემოება, რომელიც სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს საარჩევნო ადმინისტრაციის მიკერძოებულ საქმიანობაზე მიუთითებდა. შესაბამისად, ის, თუ რა სახეს მიიღებს საკანონმდებლო ცვლილებები საბოლოოდ, ამას ჩვენ მესამე მოსმენის შემდეგ ვნახავთ“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიაჩნია, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დაგეგმილი ცვლილებები, რომლითაც ცესკო-ს დაკომპლექტების წესი იცვლება, წინააღმდეგობაშია ევროკომისიის მოთხოვნებთან.

როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე, ეკა გიგაურმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ცვლილებები არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის არცერთ რეკომენდაციას. ის პარლამენტს მოუწოდებს, ცვლილებები არ მიიღოს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!