პაატა მანჯგალაძე - ივანიშვილს და მისი პარტიის წევრებს არ აინტერესებთ ჩვენი მოქალაქეების  პრობლემები და ნაცვლად ეკონომიკის გაძლიერებისა, ცდილობენ ჩაგვითრიონ სიძულვილის რიტორიკაში, რაც არ გამოუვათ

ჩვენ ვუსმენდით გაბოროტებულ ადამიანს, რომელიც სრულად არის მოწყვეტილი რეალობას და ხალხის პრობლემებს, - ასე ეხმაურება პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, ღარიბაშვილის თითოეული განცხადება მოწმობს, რომ ივანიშვილსა და მის პარტიას ხალხის პრობლემები არ აინტერესებს.

მანჯგალაძე ღარიბაშვილს კორუფციის განსახიერებას უწოდებს და ამბობს, რომ მათი რიტორიკა ძალაუფლების დაკარგვის შიშითაა გამოწვეული.

„ჩვენ ვუსმენდით გაბოროტებულ ადამიანს, რომელიც სრულად არის მოწყვეტილი რეალობას და ხალხის პრობლემებს. ნაცვლად იმისა, რომ მათგან ვისმენდეთ სინანულს, 12 წლის მანძილზე ქვეყანაში არსებული სიღარიბის, უმუშევრობის, მაღალი მიგრაციის გამო, კვლავ სიძულვილით კვებავენ საზოგადოებას.

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ივანიშვილს და მისი პარტიის წევრებს არ აინტერესებთ ჩვენი მოქალაქეების, ხალხის პრობლემები და ნაცვლად ეკონომიკის გაძლიერებისა, ცდილობენ ჩაგვითრიონ სიძულვილის რიტორიკაში, რაც არ გამოუვათ, რადგან ჩვენთვის პრიორიტეტი არის ზუსტად ის საკითხები, რაზეც მოქალაქეები ქუჩაში, სხვადასხვა შეხვედრების დროს გვესაუბრებიან და სტკივათ.

ეს საკითხებია: მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება და ემიგრანტების სახლში დაბრუნება, რაზეც არცერთი სიტყვა არ უთქვამს ივანიშვილის პარტიას.

ღარიბაშვილი არის ივანიშვილის პარტიის სიხარბისა და კორუფციის განსახიერება და როგორ შეიძლება ასეთი ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნა. ქართველმა ხალხმა მათ განაჩენი უკვე გამოუტანა და მათი ეს რიტორიკაც ძალაუფლების დაკარგვის შიშისგან არის გამოწვეული“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე