მსოფლიო ბანკი - უკრაინაში ომის შემდგომი რეკონსტრუქციის ღირებულება 486 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს

უკრაინაში ომის შემდგომი რეკონსტრუქციის ღირებულება 486 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.

მსოფლიო ბანკის, გაერო-სა და ევროკომისიის ერთობლივი კვლევის მიხედვით, უკრაინაში ომის შემდგომი რეკონსტრუქციის ღირებულება გასული წლის ბოლოსთვის 75 მილიარდი დოლარით გაიზარდა და საერთო ჯამში 486 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კვლევა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.

„486 მილიარდი ამერიკული დოლარი წარმოუდგენლად დიდი თანხაა და, რა თქმა უნდა, ის რეალურ საჭიროებებს ასახავს“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რეგიონულმა დირექტორმა, არუპ ბანერჯიმ.

მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, 2024 წლისთვის უკრაინას ყველაზე გადაუდებელი საჭიროებების აღდგენისთვის 15 მილიარდი დოლარი ესაჭიროება. აღნიშნული თანხის მესამედი საერთაშორისო პარტნიორებისა და თავად უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ უკვე უზრუნველყოფილია. დარჩენილი ნაწილი კი ჯერ კიდევ დაუფინანსებელია.

კვლევაში ნათქვამია, რომ ომმა ყველაზე დიდი გავლენა საცხოვრებელ, სატრანსპორტო, სავაჭრო, სამრეწველო, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სექტორებზე იქონია. გეოგრაფიული თვალსაზრისით, ომის შედეგად, ყველაზე მეტად დონეცკის, ხარკოვის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და კიევის ოლქები დაზარალდა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება