ალექსანდრ ტარნავსკი - ავდიივკაში ვითარება რთულია, მაგრამ კონტროლირებადი

ტავრიის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურის, ალექსანდრ ტარნავსკის განცხადებით, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაში ვითარება რთულია, მაგრამ კონტროლირებადი.

„ავდიივკაში მძიმე, მაგრამ კონტროლირებადი ვითარებაა. ქალაქში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ჩვენი ჯარები მტრის შესაჩერებლად ყველა ხელმისაწვდომ ძალასა და საშუალებას იყენებენ“, - აღნიშნა ტარნავსკიმ.

ბრიგადის გენერლის თქმით, მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარეობს ქვედანაყოფების გეგმური გაძლიერება და ჯარების მანევრირება საფრთხის შემცველი მიმართულებით.

გარდა ამისა, მისი თქმით, გამოყოფილია საბრძოლო მასალისა და სხვა იარაღის დამატებითი რესურსი.

„მომზადდა ახალი პოზიციები და ყველა შესაძლო სცენარის გათვალისწინებით მძლავრი სიმაგრეების მომზადება გრძელდება“, - აღნიშნა ტარნავსკიმ.

ცნობისთვის, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, არსებობს რისკი, რომ დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ავდიივკა რუსულმა ძალებმა აიღონ.

მე-3 ცალკეული თავდასხმის ბრიგადის „ტერას“ ქვედანაყოფის მეთაურმა, ნიკოლაი ვოლოხოვმა განაცხადა, რომ რუსებმა ავდიივკაში ელიტარული ჯარები გადაიყვანეს და ქვეითების ძალიან დიდი რაოდენობის თავმოყრა მოახდინეს.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ