ბექა დავითულიანი მამუკა ხაზარაძეზე - ის, ვინც ამ ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე გამდიდრდა, გადასახლებით ემუქრება მას, ვინც ქვეყანას სამი მილიარდი ქველმოქმედების სახით დაახარჯა - არ გამოვა ამ საქმიდან არაფერი მისთვის სასიკეთო

როდესაც გამოდის ადამიანი [მამუკა ხაზარაძე] და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი იქნება მოსკოვში და რეპრესიულ ელფერს აყოლებს ამ თავის განცხადებებს, სამართალი სად არის?! - ერთის მხრივ, არის ადამიანი, რომლის ბანკის ვალიც აქვს ნახევარ საქართველოს, ასოცირდება მასთან ეს ვალი და მეორეს მხრივ, არის ადამიანი, რომელსაც სამი მილიარდი აქვს ამ ქვეყანაში ქველმოქმედებაში დახარჯული, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის, ვინც ამ ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე გამდიდრდა, გადასახლებით ემუქრება მას, ვინც ქვეყანას ფული ქველმოქმედების სახით დაახარჯა.

როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ იქნება იქ, სადაც არის და სადაც მოისურვებს, რომ იყოს ქართველი ხალხის მხარდაჭერით, ხოლო მამუკა ხაზარაძე იქნება იქ, სადაც მისი ადგილია - პროცენტებში, ციფრების არევასა და ჟონგლიორობაში.

მამუკა ხაზარაძე გამოდის და ამტკიცებს რომ მას აქვს 6%, ამ 6%-ით მოდის ხელისუფლებაში და აპირებს რეპრესიების გატარებას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის მიმართ. მოირგო პროკურორის როლი. მამუკა ხაზარაძე პროცენტზე რატომ საუბრობს, ასოციაციები საერთოდ სხვაგან მიდის, ყველას მამუკა ხაზარაძის პროცენტიანი ვალი აქვს თითქმის ამ ქვეყანაში. როცა ის პროცენტს ამბობს, ავტომატურად ყველას თავისი ვალები ახსენდება. ვურჩევდი, ეს სიტყვა გააქროს თავისი ლექსიკონიდან, ვურჩევდი, კვირებს ნუ ითვლის, იმიტომ, რომ ამ კვირების ბოლოში რომ გავა, გარდაუვალი კრახის წინაშე დადგება. ვინ სად წავა და როგორ წავა, ამას ის ვერ განსაზღვრავს საბედნიეროდ ამ ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ იქნება იქ, სადაც არის და სადაც მოისურვებს, რომ იყოს ქართველი ხალხის მხარდაჭერით, ხოლო მამუკა ხაზარაძე იქნება იქ, სადაც მისი ადგილია - პროცენტებში, ციფრების არევასა და ჟონგლიორობაში. როგორც ჩანს, ეს ბანკიდან აქვს გამოყოლილი, რომ ციფრებით უნდა იჟონგლიოროს“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის