პარტია „ლელოს“ წევრები ევროკავშირის ელჩს ხვდებიან

პარტია „ლელოს“ წევრები ევროკავშირის წარმომადგენლობაში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკს ხვდებიან.

პარტია „ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ისინი ევროკავშირის ელჩს საქართველოში „ლელოს” გეგმას - „9 ნაბიჯი ევროპისკენ” გააცნობენ.

„ლელოს” წევრები ვხვდებით ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ჩვენ მოვედით, რომ „ლელოს” მიერ შემუშავებული გეგმა გავაცნოთ, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ცხრავე რეფორმა, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებშია, რათა საქართველო მოლაპარაკების ეტაპზე გადავიდეს. „ლელომ” დეტალურად მოვამზადეთ 9 პუნქტიანი ხედვა და გეგმა. ამ რეფორმების განხორციელებას სჭირდება მხოლოდ პოლიტიკური ნება, რეალურად შინაარსი ამ რეფორმების რა უნდა იყოს, ამაზე კონსენსუსი მიღწევადია, თუმცა ამ კონსენსუსს „ქართული ოცნება” მუდმივად შლის და ებრძვის. ამიტომ ჩვენ ვერ დაველოდებით „ქართული ოცნების” ფუჭ საქმიანობას, რომლის ამოცანა არ არის, რომ ეს რეფორმები შესრულდეს. ჩვენ მოვამზადეთ „ლელოს” ხედვა 9 რეფორმის შესასრულებლად, დავდეთ პირობა, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან 1 წელიწადში და არა განუსაზღვრელი ვადით, ცხრავე რეფორმა შესრულებული იქნება”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მათი ამოცანაა, რომ საქართველოს პარტნიორები და მეგობრები სრულად ინფორმირებულები იყვნენ, თუ რა ნაბიჯები აქვს “ლელოს” განსაზღვრული და რას სთავაზობს ის საზოგადოებას.

„ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის მთავარი მიზანია, რომ მას გავაცნოთ ის დეტალური გეგმა, რომელიც „ლელოს” შემუშავებული აქვს ევროკავშირის ცხრავე რეკომენდაციის სწრაფად შესრულებისთვის. რათა ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს მკაფიო წარმოდგენა ჰქონდეთ, თუ რას გააკეთებს „ლელო”, როგორც კი ეს ხელისუფლება შეიცვლება, რომელიც არ აპირებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას და შესაბამისად, არცერთი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს იმისათვის, რომ ქვეყანამ დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანაა, ქვეყნის პარტნიორები და მეგობრები ინფორმირებულები იყვნენ სრულად იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები აქვს „ლელოს” განსაზღვრული, რას სთავაზობს საზოგადოებას, რა გადაწყვეტილებები მომზადებული გვაქვს იმისთვის, რომ ცხრავე რეკომენდაცია ძალიან სწრაფად შესრულდეს”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია