შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილისთვის კონსტიტუცია ჩვეულებრივი ფურცლებია, რომელიც მის თაროზე სადღაც წიგნის სახით დევს, ის თავს ამ ქვეყნის შვილად არ მიიჩნევს

სალომე ზურაბიშვილისთვის კონსტიტუცია არის ჩვეულებრივი ფურცლები, რომელიც მის თაროზე სადღაც წიგნის სახით დევს, ის თავს ამ ქვეყნის შვილად არ მიიჩნევს და იქცევა ისე, როგორც მას სურს - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მიუნხენის კონფერენციაზე წასვლით სალომე ზურაბიშვილი არა საქართველოს, არამედ, მხოლოდ საკუთარ თავს წარმოადგენს.

„ეს კიდე ერთხელ აჩვენებს, რომ სალომე ზურაბიშვილი თავს ამ ქვეყნის შვილად არ მიიჩნევს. მას ეს კონსტიტუცია არ მიუღია, მას გული არ შესტკივა იმ თითოეული სიტყვისთვის, რომელიც ამ კონსტიტუციაში წერია. ეს სიტყვები ამ კონსტიტუციაში ჩვენი სისხლით ჩაიწერა, 9 აპრილის გმირების სისხლით ჩაიწერა. ამიტომ მისთვის ეს ღირებულება არ არის, მისთვის ეს არის ჩვეულებრივი ფურცლები, რომელიც მის თაროზე სადღაც წიგნის სახით დევს და ამიტომაც თავისუფლად აცხადებს, რომ მისთვის კონსტიტუცია არაფერი არაა. ის იქცევა ისე როგორც მას სურს. მას საქართველო ჰგონია საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო. ერთადერთი მიზეზი რატომაც ის ამ პოზიციას ინარჩუნებს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა. სამწუხაროა, რომ, მათ შორის, უცხოეთშიც მას ჰყავს თავისი მფარველები და მმართველები. ამიტომაც არის, რომ ის ახერხებს, ხოლმე სხვადასხვა ადგილას წასვლას. ის არ წარმოადგენს საქართველოს. კარგია, რომ ეს თავის დროზე გაირკვა, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. ის სადაც ისაუბრებს, ისაუბრებს როგორც კერძო პირი და ვერანაირ ზიანს ის საქართველოს ვერ მიაყენებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამისი ბევრი მცდელობა ექნება“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე