შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ საპარლამენტო მუშაობის ბოიკოტში მყოფ „ლელოს“ ევროკავშირის რეზიდენციაში კარს უხსნიან - დარწმუნებული ვარ, „ლელო“ ჩათვლის, რომ რადიკალიზმი ევროპისთვის მისაღები ფორმაა

სამწუხაროა, რომ ზუსტად მაშინ, როდესაც „ლელო“ საპარლამენტო მუშაობის ბოიკოტშია, მას ევროკავშირის რეზიდენციაში კარს უხსნიან და ხვდებიან - დარწმუნებული ვარ, რომ „ლელო“ ამ შეხვედრიდან გამოვა კიდევ უფრო რადიკალიზებული იმიტომ, რომ ჩათვლის, რადიკალიზმი არის მისაღები ფორმა ევროპისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საპარლამენტო მუშაობის ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებს ზოგიერთ კაბინეტში წითელი ხალიჩით ხვდებიან.

პარლამენტის სპიკერი დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, რომ ასეთ დროს მეტად მკაფიო იყოს.

„პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ლელო“ ბოიკოტს უცხადებს დემოკრატიულ პროცესებს პარლამენტში. სამწუხაროა, რომ ზუსტად მაშინ, როდესაც ის საპარლამენტო მუშაობის ბოიკოტშია, მას ევროკავშირის რეზიდენციაში კარს უხსნიან და ხვდებიან. ეს, რა თქმა უნდა, ახალისებს რადიკალიზმს საქართველოში. ამიტომ, ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, რაც შეიძლება მკაფიოები იყვნენ ამ დროს - ვინც ახდენს რადიკალიზაციას, არ შეიძლება მოხდეს მათი სალონური წესით მიღება და მათთან საუბარი. სამწუხარო გამოცდილება გვაქვს ამისი, ეს არ არის პირველი შემთხვევა, გვახსოვს, რომ, თავის დროზე, როდესაც „გირჩმა“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, მათ შორის „ლელომ“, მანდატები დატოვეს და ა.შ. მათ ხალიჩებს უშლიდნენ, სამწუხაროდ, ზოგიერთ კაბინეტში, რაც ახალისებს რადიკალიზმს და უფრო მეტ რადიკალიზმს იწვევს. დარწმუნებული ვარ რომ, „ლელო“ ამ შეხვედრიდან გამოვა კიდევ უფრო რადიკალიზებული იმიტომ, რომ ჩათვლის, რადიკალიზმი არის მისაღები ფორმა ევროპისთვის და აქედან გამომდინარე, გააგრძელებს ასეთ საქციელს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება