ლევან ბეჟაშვილი - სამწუხაროა, მიუნხენის კონფერენციაზე საქართველო ცუდად წარმოჩინდა - ქვეყანა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან აღიარებულია, როგორც მიტაცებული სახელმწიფო, სადაც ყველა პროცესს ოლიგარქი ივანიშვილი წარმართავს

სამწუხაროა, მიუნხენის კონფერენციაზე საქართველო ცუდად წარმოჩინდა - ქვეყანა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან აღიარებულია, როგორც მიტაცებული სახელმწიფო, სადაც ოლიგარქი ივანიშვილი წარმართავს ყველა პროცესს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილი პრორუს ოლიგარქად არის მოხსენიებული.

ბეჟაშვილის თქმით, საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს ივანიშვილი წარმართავს და ყველა მინისტრი მას ემსახურება.

„მიუნხენის კონფერენცია მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმია, სადაც ცალკეულ ქვეყნებთან მიმართებით საერთაშორისო პოლიტიკის კონტურები ყალიბდება. სამწუხაროა, რომ საქართველო ამ მიმართულებით ცუდად გამოირჩა, რადგან ქვეყანა აღიარებულია საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, როგორც მიტაცებული სახელმწიფო, სადაც ოლიგარქი ივანიშვილი წარმართავს ყველა პროცესს. ამიტომ, ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება კონფერენციაში პრეზიდენტის მონაწილეობაზე სუბიექტურია. „ქართული ოცნება“ ივანიშვილის პარტიაა, პრემიერ-მინისტრი ივანიშვილის ფუნქციას ასრულებს და ყველა მინისტრი მხოლოდ ივანიშვილის სამსახურშია. როცა ასეთი ვითარებაა ქვეყანაში, აქ არც დიდი ინვესტიციები ჩაიდება, არც თავისუფალი ეკონომიკა იქნება, შესაბამისად, არც მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობები გაუმჯობესდება“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება