„კინგსის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა 49 000-მდე მოსწავლემ მიიღო - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“

მოსწავლეებისთვის განვითარებისა და განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად „საქართველოს ბანკი“ საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და „კინსგსის“ თანამშრომლობის ფარგლებში, ყველაზე მასშტაბური სასკოლო ოლიმპიადა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

„საქართველოს მასშტაბით ოლიმპიადაში მონაწილეობა 49 000-მდე სკოლის მოსწავლემ მიიღო. 90 გამარჯვებული ბაკურიანში, „კინგსის“ ბანაკში გაემგზავრა, სადაც საინტერესო და ინტელექტუალურ თამაშებში მონაწილეობასთან ერთად ლიდერულ და გუნდური მუშაობის უნარებს ივითარებდნენ. „საქართველოს ბანკმა“ კი ოლიმპიადის ყველა მონაწილეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი საგანმანათლებლო პლატფორმის - ლუპის ერთთვიანი პაკეტი გადასცა. წელს „საქართველოს ბანკმა“ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ოლიმპიადის ფინალში მონაწილეობის საფასური სრულიად დაუფინანსა, sCool Card-ის მფლობელ კინგსელებს კი რეგისტრაციისას 20%-იანი ფასდაკლებით შეეძლოთ ესარგებლათ. „კინგსის“ შემოდგომის სეზონის ფარგლებში, ოლიმპიადა სამ საგანში - ქართულში, მათემატიკასა და ინგლისურ ენაში ჩატარდა. მასში მონაწილეობა II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.

ტესტირება საქართველოს 12 დიდ ქალაქში გაიმართა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, გორი, თელავი, ახალციხე, ზესტაფონი, ოზურგეთი, სამტრედია, ფოთი. თითოეულ საგანში ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდა. პირველი ტურის ტესტები მეტწილად სასკოლო მასალებს ეყრდნობოდა, ხოლო ფინალური ტესტები კრიტიკული აზროვნებისა და ცოდნის ინტერპრეტირების უნარებზე იყო ორიენტირებული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, „საქართველოს ბანკის“ ცნობით, ფინალურ ტურში უმაღლესი ქულა მოსწავლეების დიდმა ნაწილმა მიიღო და ამიტომ გამარჯვებულის გამოსავლენად სამივე საგანში სუპერფინალი ჩატარდა.

„სუპერფინალები თითქმის ყოველ წელს ტარდება, რაც ოლიმპიადას უფრო საინტერესოს ხდის. სუპერფინალების საჭიროება ნიშნავს, რომ მოსწავლეებს არ უჭირთ თავი გაართვან სააზროვნო დავალებებს. სუპერფინალების ბოლოს თითოეული საგნის ყველა საკლასო კატეგორიაში ჯამში 90 გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებულების 64% დედაქალაქის სხვადასხვა სკოლის, ხოლო 36% რეგიონის სკოლების მოსწავლეები არიან. სუპერფინალის გამარჯვებულიც სწორედ რეგიონიდან არის, რომელმაც შეძლო სამივე საგანში ჯამურად ყველაზე მაღალი ქულის დაგროვება. სასიხარულოა, რომ წელს გამარჯვებულები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან გვყავს“, - აღნიშნავს „კინგსის“ მარკეტინგის მენეჯერი, სოფო სრესელი.

ამასთან, „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) გუნდის უფროსის ანა ლომთაძის განცხადებით, ოლიმპიადის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება.

„საქართველოს ბანკში“ მიზნად ვისახავთ, ახალგაზრდებისთვის შევქმნათ განათლების შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ, ჩვენ 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. მათ შორის გამორჩეულ ადგილს „კინგსის“ ოლიმპიადა იკავებს - ყველაზე მასშტაბური სასკოლო ოლიმპიადა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, განვითარდნენ, გამოავლინონ საკუთარი ცოდნა და შეიძინონ ახალი კავშირები. ოლიმპიადის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. გვახარებს ის ფაქტი, რომ შემოდგომის სეზონზე მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით, 49 000-მდე მოსწავლემ მიიღო, რაც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. მალე ოლიმპიადის ახალი სეზონი დაიწყება და ვიმედოვნებთ, კიდევ უფრო მეტი მოსწავლისთვის შევქმნით განათლების შესაძლებლობას“, - განაცხადა ანა ლომთაძემ.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, „კინგსის“ ოლიმპიადის ახალი სეზონი თებერვლის ბოლოს დაიწყება. ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე