მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, საქართველოს მასშტაბით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს.

მათი ცნობით, ამ წუთებში, მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივ მისაღებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის მხარდამჭერები იმყოფებიან, სადაც ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. პარტიის ინფორმაციით, კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება.

„პრეზიდენტ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხელმოწერების შეგროვება მნიშვნელოვანია. ჩვენ ამას დიდი ხანია ვითხოვთ. მოლოდინი მაქვს, რომ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნისთვის სასიკეთო რამ გააკეთოს და სააკაშვილი გაათავისუფლოს. ჩემი და სხვების, ვინც ახლა აქ ვართ შეკრებილები, სურვილია, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იყოს. დღეს, მიხეილ სააკაშვილი რომ თავისუფალი იყოს, „ქართული ოცნება“ ისე ვერ იქნებოდა როგორც არის და ჩვენც, საქართველოს მოსახლეობა ასეთი გაჭირვებული არ ვიქნებოდით“, - განაცხადა ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერმა, იზა მაჭარაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე