გიდების საერთაშორისო დღეს, ბათუმი გიდების პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

ბათუმი 21-22 თებერვალს გიდების პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებაზე, ტურიზმის სფეროს ექსპერტები და გიდები პორტუგალიიდან, შოტლანდიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან და ისრაელიდან ქართველ მომხსენებლებთან ერთად გიდის პროფესიის მნიშვნელობასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრებენ.

„ორი დღის განმავლობაში, პანელურ სესიებზე ისეთი მნიშვნელოვანი თემები იქნება განხილული, როგორებიცაა, გიდის როლი ტურისტული ადგილის პოპულარიზაციაში - გიდი, როგორც ტურისტული ადგილის ელჩი; გლობალური ტურიზმი და გიდის პროფესია - უნიკალური გამოცდილება, თანამედროვე ტექნოლოგიები და გამოწვევები; ტურიზმი და მუზეუმები - მუზეუმი, როგორც კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიის საცავი.

გიდების საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობას ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის, პორტუგალიის ტურისტული გიდებისა და ტურ-მენეჯერთა ასოციაციის, საქართველოს და აჭარის გიდების ასოციაციების ხელმძღვანელები, გასტრონომიის, ღვინისა და ტურიზმის დარგის ექსპერტები მიიღებენ. მასზე დასწრება გიდებისთვის, თემატური ასოციაციებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებისთვის თავისუფალი იქნება. მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია კონფერენციის ვებგვერდზე https://batumiconf.ge/ka უნდა გაიარონ. კონფერენციის პროგრამის, მომხსენებლებისა და სტუმრების შესახებ ინფორმაციის მიღებაც ამავე გვერდზეა შესაძლებელი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა