ისრაელი აცხადებს, რომ ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებს დაარტყეს და დაჯგუფების რამდენიმე წევრი დაიღუპა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღამით ავიაციით სამხრეთ ლიბანის ქალაქ კანტარაში „ჰეზბოლას“ სამხედრო შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც რამდენიმე ტერორისტი დაიღუპა.

თავდაცვის ძალების ცნობით, მათ ასევე დაარტყეს სხვა სამხედრო ინფრასტრუქტურას ქალაქთან ახლოს.

ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ საპასუხო დარტყმებს აყენებენ, რომელიც, მათი მტკიცებით, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელში, საზღვრის გასწვრივ მდებარე დასახლებების წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმებს თითქმის ყოველდღე ახორციელებს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს