გარემოს ეროვნული სააგენტო - საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება ფიქსირდება, რაც ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება - პანიკის საფუძველი არ არის

საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება ფიქსირდება, რაც, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება, მეტეოროლოგიური მოვლენაა და პანიკის მიზეზს არ იძლევა.

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავტომატური სადგურების საშუალებით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს აგრძელებს.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე შესაძლებლობა აქვს, ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გაეცნოს და ჯანდაცვითი რეკომენდაციები მიიღოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე