მამუკა ხაზარაძე - თუ ბანერზე ასეთი რეაქცია აქვთ, ცუდად ყოფილა მათი საქმე - ნათლად ხედავენ, რომ არჩევნებში წაგებული აქვთ და აქედან გამომდინარეა ეს რეაქცია

ბიძინა ივანიშვილი არის რუსული მენტალობის მმართველი და იმის მაგივრად, რომ ქვეყანა აეღორძინებინა, ის სერიოზულ ჩიხში შეიყვანა - ბიძინა ივანიშვილის ამოცანაა, რომ შეასრულოს პუტინის და კრემლის დავალებები, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ამოცანა არ არის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

ბიძინა ივანიშვილი არის რუსული მენტალობის მმართველი. იმის მაგივრად, რომ ქვეყანა აეღორძინებინა, ბიძინა ივანიშვილმა ის სერიოზულ ჩიხში შეიყვანა. ბიძინა ივანიშვილის ამოცანაა, რომ შეასრულოს პუტინის და კრემლის დავალებები. მას ვალდებულებები რუსეთთან აქვს, თავის კაპიტალიდან გამომდინარე. მისი მთელი პოლიტიკა, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ანაკლიის ჩაშლიდან დაწყებული, ემსახურება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდეს და რატომ? - იმიტომ, რომ როგორც ის ამბობს, იგი არის დასანქცირებული ევროკავშირისგან და ევროპული ქვეყნებისგან. კითხვას დავსვამ - როგორ შეიძლება ევროკავშირისგან დასანქცირებულმა ადამიანმა ქვეყანა ევროკავშირში შეიყვანოს? აქედან გამომდინარე, მისი ამოცანა არ არის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

გარდა ამისა, ხაზარაძემ უპასუხა კითხვას "ლელოს" კამპანიაზე, რომლის ფარგლებშიც ბანერებზე ბიძინა ივანიშვილია გამოსახული. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს თუ ბანერზე ასეთი რეაქცია აქვთ, ცუდად ყოფილა მათი საქმე“.

„ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ, ჩვენ ქართველ ხალხს უნდა ავუხსნათ. ეს არის ძალიან უწყინარი ბანერი, თქვენ ალბათ, გახსოვთ მსგავსი განცხადება სასამართლო დარბაზშიც კი გავაკეთე, ბილეთი გავუგზავნე თბილისი-მოსკოვის და მაშინ ასეთი რეაქცია არ ყოფილა. ამიტომ თუ ბანერზე ასეთი რეაქცია აქვთ, ცუდად ყოფილა მათი საქმე. ვფიქრობ, რომ ეს სხვა რამის გამოა, იმიტომ, რომ ნათლად ხედავენ ალტერნატივას და ნათლად ხედავენ, რომ ქართველი ხალხი ასე გაგრძელებას არ აპირებს, ისინი ასევე ნათლად ხედავენ, რომ არჩევნებში წაგებული აქვთ. აქედან გამომდინარე აქედან რეაქცია არის ეს“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს მიაჩნია, რომ ბარიერის გალახვის პრობლემა მათ არ აქვთ.

„ბარიერის გადალახვის პრობლემა ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ გვინდა, ხელისუფლებაში მოვიდეთ, ვიყოთ წამყვანი ძალა კოალიციაში. ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, -აღნიშნა ხაზარაძემ.

ამასთან, ხაზარაძეს მიაჩნია, რომ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები ქვეყანაში ძირითადად რუსულ პოლიტიკას ემსახურებიან.

„ესენი ძირითადად ემსახურებიან რუსულ პოლიტიკას ქვეყანაში. ამ პოლიტიკურ ძალასა და „ოცნებას“ შორის განსხვავება უბრალოდ, არ ვიცი. ეს არის ერთი ძალა, რომელიც რუსულ ხელისუფლებას ემსახურება საქართველოში“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში