მამუკა ხაზარაძე - არსად გვითქვამს, რომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირი უნდა შეწყდეს, ეს შეუძლებელია - დივერსიფიკაცია უნდა მოხდეს, რომ ერთი ქვეყნის ეკონომიკას არ ჩამოეკიდო

საქართველოს ბიუჯეტი დოლარში დაახლოებით 10 მილიარდია, ბიძინა ივანიშვილი ქონება - 6 მილიარდი - ეს პროპორცია წარმოუდგენელია და ნიშნავს, რომ სახელმწიფო და ეკონომიკა არ გვაქვს, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს დაბალანსებული და დივერსიფიცირებული ეკონომიკა ყველა ქვეყანასთან უნდა ჰქონდეს.

„მენტალობა, რომ რუსეთის გარეშე საქართველოს მომავალი არ აქვს, უკვე „ქართული ოცნების“ 12-წლიან პროპაგანდას შეიცავს. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. საქართველოს ბიუჯეტი დოლარში დაახლოებით 10 მილიარდია, ბიძინა ივანიშვილი ქონება 6 მილიარდი - ეს პროპორცია არის წარმოუდგენელი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სახელმწიფო და ეკონომიკა არ გვაქვს. მე არ ვლაპარაკობ, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონება უნდა შემცირდეს, მე ვლაპარაკობ იმას, რომ საქართველოს ბიუჯეტი 2-3-4 ჯერ მეტი უნდა იყოს. ის, რომ საქართველოს არ შეუძლია 1000-ლარიანი პენსიების დარიგება, არ შეუძლია, გახდეს სერიოზული მოთამაშე რეგიონში; ხელს უშლიან, რომ არ აშენდეს ისეთი პროექტები, როგორიც არის ანაკლია და ა.შ. - სწორედ, ამ პროპაგანდის შედეგია, რომ ქართველ ხალხს, საბედნიეროდ არა უმრავლესობას, მაგრამ გარკვეულ ნაწილს, დააჯერეს, რომ ჩვენ ღარიბი ქვეყანა უნდა ვიყოთ. ჩვენ ღარიბი ქვეყანა არ ვართ და არც ღატაკნი ვართ, ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ ვიყოთ ძალიან ძლიერი ეკონომიკა რეგიონში.

არსად გვითქვამს, რომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირი უნდა შეწყდეს. ეს უბრალოდ ბუნებაში შეუძლებელია. ჩვენ ვთქვით, რომ საქართველო უნდა იყოს დივერსიფიცირებული, მისი ეკონომიკა. არ უნდა მივირთმევდეთ 97%-ს პურს და ხორბალს, რომელიც შემოდის რუსეთიდან და არ უნდა ვიყენებდეთ თითქმის 90%-ს რუსეთიდან შემოტანილ საწვავს. თუ ქვეყანას სჭირდება და საჭიროა ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი იყოს, მას სჭირდება დაბალანსებული ეკონომიკა და როცა მიისწრაფვი ევროკავშირისკენ ბენზინის შემოტანა იქნება თუ სხვა პროდუქტების, დივერსიფიკაცია უნდა მოხდეს, რომ ერთი ქვეყნის ეკონომიკას არ ჩამოეკიდო“, - განაცხადა ხაზარაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო