გიორგი კახიანი - შეხვედრა საკმაოდ კონსტრუქციულია - უმეტეს შემთხვევაში კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმებას ვახერხებთ - გათვალისწინებული იქნება ვენეციის კომისიის ყველა რაციონალური შენიშვნა

შეხვედრა საკმაოდ კონსტრუქციულია - უმეტეს შემთხვევაში კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმებას ვახერხებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი კახიანმა 9 ნაბიჯთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კახიანი აღნიშნავს, ფიქრობს, რომ შეხვედრები საბოლოო ჯამში, ეფექტიანი იქნება.

„შეხვედრის მიმდინარეობა არის საკმაოდ კონსტრუქციული. ჩვენ ვმსჯელობთ ვენეციის კომისიის მხრიან არსებულ შენიშვნებზე, პუნქტობრივად გავდივართ და ამ შენიშვნებთან დაკავშირებით ვისმენთ მოსაზრებებს, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლების. ჯერჯერობით რაც შემიძლია ვთქვა, უმეტეს შემთხვევაში ჩვენს კონკრეტული ცვლილების განხორციელებაზე შეთანხმებას ვახერხებთ, მაგრამ უბრალოდ გაუგებარია, რომ როდესაც კამერების წინაშე დადგებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, ცოტა განსხვავებულ შეფასებებს აკეთებენ, თითქოს, რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით, ხელისუფლების მხრიდან არ არის სათანადო მონდომება და ა.შ. სინამდვილეში, თუ ისინი ობიექტური იქნებიან უნდა ხედავდნენ, რომ ხელისუფლება არის მაქსიმალურად მონდომებული, რომ გათვალისწინებული იქნება ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნა, რომელიც რაციონალურია”, - აღნიშნა კახიანმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში რიგით მეორე შეხვედრა იმართება. დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე 3 საკითხს განიხილავენ, კერძოდ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან, ანტიკორუფციულ ბიუროსთან და საერთო სასამართლოებთან დაკავშირებულ ცვლილებებს. შეხვედრას ესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. არასამთავრობო სექტორიდან კი მასში მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. საპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრას არ ესწრებიან "ლელოს"დეპუტატები, მათი შეფასებით, ეს პროცესი იმიტაციაა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე