ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს გერმანიაში ვიზიტი დაიწყო. „ჩემთვის ორი მნიშვნელოვანი დღე იწყება. შეხვედრები პარტნიორებთან გერმანიასა და საფრანგეთში, ახალი შეთანხმებები, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია. უკრაინის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, ასევე ახალი შესაძლებლობები. ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ უკრაინის სამართლიანი პირობებით და უზრუნველვყოთ გრძელვადიანი მშვიდობა“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში.

გერმანიის მთავრობის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.

შოლცი და ზელენსკი უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა