გურიაში იურიდიული დახმარების მობილური კამპანია მიმდინარეობს, რაც თვის ბოლომდე გაგრძელდება

იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, გურიაში იურიდიული დახმარების მობილური კამპანია მიმდინარეობს, რაც თვის ბოლომდე გაგრძელდება.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 12 თებერვლიდან ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლებში იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი იმოგზაურებს.

ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები და კონსულტანტები უფასო სამართლებრივ კონსულტაციას გაუწევენ ყველა დაინტერესებულ პირს.

„მობილური საკონსულტაციო ცენტრი” არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და საჭირო შემთხვევაში სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება.

„ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა უკვე მოინახულეს გურიის სოფლები: ნაგომარი, ძიმითი, ასკანა, მთისპირი, ბჟოლიეთი, ხევი, ნაბეღლავი და ჩხაკაურა.

კონსულტაციების დაწყებამდე ადვოკატები ხვდებიან სოფლების მოსახლეობას და აწვდიან ინფორმაციას საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის და იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ. ხოლო შემდგომ მობილური საკონსულტაციო ცენტრის სტუმრებისათვის, კონფიდენციალურობის დაცვით, ხდება ინდივიდუალური სამართლებრივი რჩევების მიცემა ნებისმიერ საკითხზე. საჭირო შემთხვევებში, სამართლებრივი დოკუმენტებიც მზადდება“, - აცხადებენ იურიდიული დახმარების სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიურო ცოტა ხნის წინ გადავიდა ახალ მისამართზე: ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩა, ეკლესიის მიმდებარედ. გურიის მცხოვრებლებს შეუძლიათ ესტუმრონ ახალ აშენებულ ოფისს და კანონმდებლობის შესაბამისად, უფასოდ საადვოკატო მომსახურებით ისარგებლონ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია