ანრი ოხანაშვილი - ოპოზიცია საკითხების უმრავლესობაზე დაგვთანხმდა, გამოდიან და საპირისპიროს ამბობენ - არ გადავსულვართ იმ თემების განხილვაზე, რაზეც გეუბნებიან, რომ გადაწყვეტილებების მიღების მზაობა არ გვაქვს

ოპოზიციის წარმომადგენლები აბსოლუტურ უმრავლესობა საკითხებთან მიმართებით დაგვეთანხმნენ, გამოდიან მერე და საპირისპიროს ამბობენ - არ გადავსულვართ იმ საკითხების განხილვაზე, რაზეც ოპოზიცია გეუბნებათ, რომ გადაწყვეტილებების მიღების მზაობა არ გვაქვს, დასკვნა ობიექტურობაზე თქვენ გააკეთეთ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილი აცხადებს, რომ საკითხები, რაზეც ოპოზიცია მათ მოსაზრებებს დაეთანხმა, სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებს ეხება.

„სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებთან დაკავშირებით დაგვეთანხმნენ, როცა ვთქვით, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გავიზიაროთ სპეციალური ანგარიშების შემუშავებასთან დაკავშირებით. დაგვეთანხმნენ ასევე, რომ პროცედურების დახვეწა მიზანშეწონილია, შევჯერდით, რომ ქვემდებარეობის საკითხზე უნდა გაგრძელდეს მსჯელობა და ამაზეც დაგვეთანხმნენ. პრაქტიკულად, აბსოლუტურ უმრავლესობა საკითხებთან მიმართებით დაგვეთანხმნენ, რომ სწორად დავსვით საკითხი. გამოდიან მერე თქვენთან და იმის საპირისპიროს ამბობენ. ეს არის პოლიტიკური უხერხულობა, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, მათი ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა. ამით სახელი აქვთ გატეხილი, მათ სიტყვას ფასი არ აქვს და საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მათ არ ენდობა. რას აძლევთ მათ ის, რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან საკითხების განხილვისას გვეთანხმებიან და შემდეგ გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე ჩვენ კონკრეტულ საკითხებზე რეკომენდაციების შესრულების ინტერესი არ გვაქვს. ეს არის სამწუხარო რამ. შეხვედრაზე დაისვა საკითხი სპეციალური პროკურორის შემოღებასთან დაკავშირებით და სამსახურის ხელმძღვანელების კვალიფიციური უმრავლესობით არჩევასთან დაკავშირებით. ამ საკითხებზე გავაგრძელებთ მსჯელობას. ანტიკორუფციული სამსახურთან დაკავშირებით საკითხების განხილვა არ დაგვიწყია და დასკვნები გააკეთა უკვე ოპოზიციამ. არ გადავსულვართ იმ საკითხების განხილვაზე, რაზეც თქვენ ოპოზიცია გეუბნებათ, რომ მზაობა არ გვაქვს გადაწყვეტილებების მიღების. ამაზე დასკვნა თქვენ გააკეთეთ, რამდენად ობიექტურები არიან”, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ცალკეული ოპოზიციონერები მათ იმაშიც ეთანხმებიან, რომ რას იტყვის ვენეციის კომისია, ეს დოგმა არ არის.

„ამაზე გვეთანხმებიან ცალკეული ოპოზიციის წარმომადგენლები, შეიძლება თქვენთან ამის თქმა უჭირთ, მაგრამ ეცადეთ, რომ გახსნათ, დაზუსტებული კითხვები დაუსვით და მოუწევთ პასუხის გაცემა”, - განაცხადა ოხანაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო