პაატა მანჯგალაძე - დღევანდელ შეხვედრაზე არ განხილულა არც ერთი პრინციპული საკითხი, რომლის რეფორმასაც ვენეციის კომისია ითხოვს და საქართველოს სჭირდება - ვიხილავთ მეორეხარისხოვან საკითხებს

დღევანდელ შეხვედრაზე არ განხილულა არც ერთი პრინციპული საკითხი, რომლის რეფორმასაც ვენეციის კომისია ითხოვს და საქართველოს სჭირდება, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ 9 ნაბიჯთან დაკავშირებით გამართული სამუშაო შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი სხდომა ტექნიკური საკითხების განხილვას მიეძღვნა.

"დღევანდელ შეხვედრაზე არ განხილულა არც ერთი პრინციპული საკითხი, რომლის რეფორმასაც ვენეციის კომისია ითხოვს და საქართველოს სჭირდება - ეს არის სასამართლო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა, ანტიკორუფციული რეფორმა. ეს პრინციპული საკითხები დღეს არ განხილულა, ვიხილავთ მეორე ხარისხოვან საკითხებს, მაგალითად, ისეთს, როგორიცაა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის სპეციალური ანგარიშების გამოქვეყნება - უნდა გამოქვეყნდეს თუ არა სპეციალური ანგარიში და რამდენჯერ უნდა გამოქვეყნდეს. ასეთი ტექნიკური საკითხების განხილვას მიეძღვნა დღევანდელი სხდომა. ჩვენთვის პრინციპული და არსებითი საკითხი არც ერთი არ არის," - განაცხადა მანჯგალაძემ.

მან ასევე, მთავრობის ნებართვის გარეშე პრეზიდენტის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამგზავრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუკი საქართველოში ვინმე არღვევს კონსტიტუციას, ეს "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტიაა.

"კონსტიტუციას თუკი ვინმე არღვევს საქართველოში, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია "ქართული ოცნების" სახით. არ ვიცი სალომე ზურაბიშვილი რაზე ისაუბრებს, მაგრამ ალბათ, აქცენტს გააკეთებს საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, უსაფრთხოების გამოწვევებზე და ასევე, საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებზე," - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა