ცესკო-ს თავმჯდომარემ ნორვეგიის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ნორვეგიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა და მხარეებმა მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს. საუბრის ძირითადი თემა კი 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადება და აღნიშნულ არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება იყო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, გიორგი კალანდარიშვილმა ნორვეგიის ელჩს 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, ასევე ისაუბრა ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიაზეც, რომელიც ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ამომრჩეველთა და ჩართული მხარეების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

„საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად აგრძელებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს. ტექნოლოგიური ინტერვენციის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე დიპლომატიური კორპუსის ჩართულობა, მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გაცნობა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში დიდ როლს ასრულებს. დღეს, საინტერესო შეხვედრა გვქონდა ნორვეგიის ელჩთან საქართველოში, რომლის ფარგლებშიც მას დეტალური ინფორმაცია მივაწოდე 2024 წლის არჩევნების მზადების პროცესზე, ასევე ვისაუბრეთ უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. მსგავსი ტიპის შეხვედრებს ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ, რადგან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ჰქონდეთ ამომწურავი და ზუსტი ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი სიახლეებისა და საქმიანობების შესახებ, რომელსაც ადმინისტრაცია პარლამენტის არჩევნების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტებით ჩასატარებლად ახორციელებს,” – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და მისი განვითარების გზებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე