„ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოსახლეობას პენსიის 200-ლარიან ზრდას ჰპირდება

„გამარჯვების კოალიცია“, რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთიანდება, მოსახლეობას პენსიის 200-ლარიან ზრდას ჰპირდება.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, პენსიის 200-ლარიანი ზრდა სრულიად შესაძლებელია.

"ჩვენ რასაც ვპირდებით მოქალაქეებს - როგორც კი შეიცვლება ხელისუფლება და "გამარჯვების კოალიცია" სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ხელისუფლებაში მოვა, პირველი რასაც გავაკეთებთ, 200 ლარით არის შესაძლებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის პენსიის გაზრდა. პირველივე თვეში არის შესაძლებელი ამის გაკეთება. ჩვენ ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას. დანარჩენს გამოაჩენს ეკონომიკური განვითარების ტემპები," - განაცხადა მანჯგალაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე