„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „ამერიქან მონოლითი“ ტერმინალს აფართოებს

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, კომპანია „ამერიქან მონოლითი“ ფოთში სამაცივრე საწყობს და საკონტეინერო ტერმინალს აფართოებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია და ის სრულად „საქართველოს ბანკის“ მიერ განხორციელებული ინვესტიციაა, რომელიც EBRD-ის, DCFTA პროგრამის ფარგლებში გაიცა.

ინფორმაციის თანახმად, ამჟამად, კომპანიის ტერიტორიის მთლიანი ფართობი 22,533 კვ.მ-ს შეადგენს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კი იგეგმება დამატებით 9,745 კვ.მ მიწის ნაკვეთის შესყიდვა და არსებულ ტერიტორიასთან გაერთიანება, სადაც იგეგმება როგორც მაცივარ - საწყობების მოწყობა, ასევე, საკონტეინერო ტერმინალის გაფართოება და რკინიგზის ხაზის 70 მეტრით დაგრძელება, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს გაზრდილ ტვირთნაკადს ბევრად მოქნილად მოემსახუროს, ხოლო, პარტნიორ კომპანიებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს პროცესებს და საშუალებას მისცემს მაქსიმალურად აითვისონ და დააკმაყოფილონ ბაზარზე არსებული მოთხოვნა.

„ამერიქან მონოლითი“ 2010 წელს დაარსდა და მას ევრაზიული კავშირის საბაჟო ლიცენზია გააჩნია, რომელიც ექსკლუზიურ უფლებას აძლევს კომპანიას, მიიღოს და გადაამუშაოს ევრაზიული კავშირის ქვეყნებისთვის (ყაზახეთი,ყირგიზეთი,ტაჯიკეთი) განკუთვნილი ტვირთები. მას ასევე აქვს სარკინიგზო ჩიხი, საიდანაც ხორციელდება პროდუქტების რკინიგზის ვაგონებში (კონტეინერებში) ჩატვირთვა და დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება. ბოლო პერიოდში, ტვირთბრუნვის მზარდმა დინამიკამ და შესანახ ინფრასტრუქტურაზე გაზრდილმა მოთხოვნამ, დღის წესრიგში დააყენა გაფართოების საკითხი. ჩვენ კი მივმართეთ ჩვენს პარტნიორს - „საქართველოს ბანკს“, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც შესაძლებელი გახდა აღნიშნული პროექტის განხორციელება. ახალი, დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი კომპანიის მუშაობის ეფექტიანობას, თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, ხარისხს, დამატებით ხალხის დასაქმებას, ასევე, ხელს შეუწყობს სატრანზიტო პოტენციალის ზრდასა და გაუმჯობესებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ თანამედროვე დანადგარების, (რომლებიც გათვლილია ახალი, ბევრად უვნებელი-R 407 A ტიპის გამაციებელ ფრეონზე) სენდვიჩ-პანელების და მზის პანელების დამონტაჟებას, რითიც საჭირო ელექტრო მოხმარების დაახლოებით 15-20%-ის დაზოგვას შევძლებთ“, - განაცხადა „ამერიქან მონოლითის“ დირექტორმა, მიხეილ სულაძემ.

„საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსის, ირაკლი კიკალიშვილის თქმით, „საქართველოს ბანკი“ რეგიონებში ბიზნესების განვითარებას აქტიურ რეჟიმში მხარს უჭერს.

„საქართველოს ბანკი“ რეგიონებში ბიზნესების განვითარებას აქტიურ რეჟიმში უჭერს მხარს, რადგან მიგვაჩნია, რომ რეგიონების ეკონომიკური გაძლიერება ქვეყნის განვითარების საწინდარია. ფოთში, „ამერიქან მონოლითის“ უკვე არსებული ტერმინალის გაფართოება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კომპანიას შესაძლებლობას აძლევს სამომავლოდ გაცილებით მეტ ტვირთნაკადს მოემსახუროს და მაქსიმალურად დააკმაყოფილოს ბაზარზე დღეს არსებული ჭარბი მოთხოვნა. საქართველო ევროპასა და აზიას შორის ერთგვარ სატრანსპორტო დერეფანს წარმოადგენს და სწორედ სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია, რათა ჯეროვნად იქნეს ათვისებული არსებული სატრანზიტო პოტენციალი. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერასა და გაძლიერებას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე