სოზარ სუბარი ნიკა გვარამიაზე - „იმედში“ შეჭრასთან დაკავშირებით, სწორედ ის ახმოვანებდა ხელისუფლების პოზიციას და ადგენდა ბოროტ სქემებს - ამას ის ვერ ჩამოირეცხავს ვერასდროს, რაც არ უნდა ვითომ აღიარებები ჰქონდეს

ნიკა გვარამიამ დღეს გადაწყვიტა, რომ ვითომ გაემიჯნოს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიუმხრობელი, შუაშისტური ამომრჩევლის ხმებზე ინადიროს, მაგრამ, ამ შემთხვევაში მისი ეს მცდელობა არის განწირული იმიტომ, რომ ნიკა გვარამია არა უბრალოდ სახე იყო „ნაციონალური მოძრაობის“, არა უბრალოდ გამხმოვანებელი იყო მათი მესიჯების, არამედ იყო ერთ-ერთი შემოქმედი იმ ბოროტებისა, რასაც ერქვა სააკაშვილის ხელისუფლება და სააკაშვილის მმართველობა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, ნიკა გვარამია არა მხოლოდ ახმოვანებდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პოზიციას, არამედ თავად ადგენდა ბოროტ სქემებს.

„თუნდაც ის ფაქტი, რომ იმედში შეჭრასთან დაკავშირებით, სწორედ ის ახმოვანებდა ხელისუფლების პოზიციას და გახმოვანებასთან ერთად ის ადგენდა იმ ბოროტ სქემებს. ამას ის ვერ ჩამოირეცხავს ვერასდროს და რაც არ უნდა დღეს ვითომ აღიარებები ჰქონდეს, თუ არ იქნება აღიარება სასამართლოს წინაშე და თუ არ იქნება სინანული ამ ყველაფრის გამო გამოთქმული, ბუნებრივია ის დარჩება ამ რეჟიმის არა მხოლოდ სახედ, არამედ ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება