თინა ბოკუჩავა - „ქართული ოცნება“ არ აპირებს ფუნდამენტური ცვლილებების გატარებას, რომელიც ინსტიტუციებს  დამოუკიდებლობას მისცემს, ხალხთან გახდის ანგარიშვალდებულს და არა ბიძინა ივანიშვილთან

ივანიშვილის პარტია არ აპირებს ფუნდამენტური ცვლილებების გატარებას, რომელიც ინსტიტუციებს მისცემს დამოუკიდებლობას, ხალხთან გახდის ანგარიშვალდებულს და არა ბიძინა ივანიშვილთან, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, 9 რეკომენდაციის შესასრულებლად აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება.

„დღეს სამი საკითხი განიხილება, მათ შორის, სასამართლოს და ანტიკორუფციული ბიუროს საკითხები, მაგრამ ყველა საკითხის განხილვისას (ჯერჯერობით ორია განხილული), ვხედავთ, რომ ივანიშვილის პარტია არ აპირებს ფუნდამენტური ცვლილებების გატარებას, რომელიც ინსტიტუციებს მისცემს დამოუკიდებლობას, ხალხთან გახდის ანგარიშვალდებულს და არა ბიძინა ივანიშვილთან. ამაზე მეტყველებს მათ შორის, დღევანდელი შეხვედრის მიმდინარეობა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ 9 დათქმის შესასრულებლად აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება. ახალი ხელისუფლების პირობებში, პირველივე ას დღეში შეგვიძლია ეს 9 დათქმა სრულად იყოს შესრულებული და დაჩქარებულად გახდეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრი”, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში რიგით მეორე შეხვედრა იმართება. დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე 3 საკითხს განიხილავენ, კერძოდ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან, ანტიკორუფციულ ბიუროსთან და საერთო სასამართლოებთან დაკავშირებულ ცვლილებებს. შეხვედრას ესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. არასამთავრობო სექტორიდან კი მასში მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. საპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრას არ ესწრებიან "ლელოს"დეპუტატები, მათი შეფასებით, ეს პროცესი იმიტაციაა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე