„გირჩი“ საზღვარგარეთ მცხოვრები პირების ამომრჩევლად მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციას ითხოვს

პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ საზღვარგარეთ მცხოვრები პირების ამომრჩევლად მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის ინიციატივით გამოდის და პარლამენტს სთავაზობს პროექტს, რომლის მიხედვით, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს რეგისტრაციისას მხოლოდ საცხოვრებელი ქალაქის მითითება მოეთხოვებათ.

როგორც „გირჩი“ განმარტავს, აღნიშნული პროექტის გაზიარების შემთხვევაში, საზღვარგარეთ მყოფი ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებიც ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ, შეძლებენ ამომრჩევლად მისამართის მითითების გარეშე დარეგისტრირდნენ, რაც არჩევნებში ხმის მიმცემი პირების ოდენობას გაზრდის.

„გირჩი“ ამ კონტექსტში ყურადღებას „თავდაცვის კოდექსსა“ და გაწვევის ვალდებულებაზე ამახვილებს.

მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ და საქართველოში სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას ავალდებულებენ, არჩევნებისთვის საელჩოში წინასწარ რეგისტრაციას თავს არიდებენ, რათა საკუთარი საცხოვრებელი მისამართი არ მიუთითონ და იძულებულები არ გახდნენ საქართველოში დაბრუნდნენ.

“საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები პარლამენტს მომავალ კვირას წარედგინება.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს