საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის მომავალი თავმჯდომარეობის პრიორიტეტები განიხილეს

ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრელ კოლეგას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილი და პიტერ სიიარტო მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც, მინისტრების შეფასებით საკმაოდ დინამიურად ვითარდება, არა მხოლოდ პოლიტიკის, არამედ დარგობრივი და სექტორული მიმართულებით.

„მინისტრებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის მომავალი თავმჯდომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისად შეხვედრაზე განხილული იქნა, როგორც უნგრეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები, ასევე საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მათ შორის ევროკომისიის შესაბამისი რეკომენდაციების იმპლემენტაციის მიმართულებით.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უნგრეთი რჩება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერად და მზად არის ქვეყანას ამ მიმართულებით პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინოს.

შეხვედრაზე მინისტრებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი ორი ქვეყნის თანამშრომლობას დაკავშირებადობის შემდგომი განვითარების კუთხით, აღინიშნა ორი ქვეყნის მონაწილეობით მწვანე ენერგიის შესახებ ხელმოწერილი მემორანდუმის მნიშვნელობა, რომელიც ახლო მომავალში შევა ძალაში.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა წარმატებულ სექტორულ თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით ვაჭრობის და ეკონომიკის სფეროში.

მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. გაცვალეს მოსაზრებები უახლოეს მომავალში მაღალი დონის ვიზიტების დღის წესრიგზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან