შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია ბესელიამ გააკეთოს განმარტება პოლიტიკოსია თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი

მნიშვნელოვანია ბესელიამ გააკეთოს განმარტება პოლიტიკოსია თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, - შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის თანახმად, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პატიმართა შეწყალების კომისიის ამოქმედებას და მის ხელმძღვანელად ეკა ბესელიას დანიშნავს გეგმავს.

პაპუაშვილის თქმით, ბესელიას ორგანიზაცია უცხოეთიდან ფინანსდება და თუკი უცხოეთიდან დაფინანსებული ადამიანი, მით უმეტეს, შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი გახდება, ეს კიდე უფრო დიდი დარღვევა იქნება.

„არ ვიცი სწორი ინფორმაციაა თუ არა, რომ საბოლოო ჯამში ეკა ბესელია უხელმძღვანელებს თუ არა შეწყალების კომისიას. ზოგადად, ქალბატონი ბესელია, ხან პოლიტიკოსად პოზიციონირებს, ხან „ენჯეოს“ სექტორის წარმომადგენლად, რაც არის ინტერესების აღრევა, იმის გათვალისწინებით, რომ ბესელიას ორგანიზაცია უცხოეთიდან ფინანსდება. ეს გახლავთ კანონმდებლობის დარღვევა, თუ ბესელია უცხოეთიდან ფინანსდება და თუკი უცხოეთიდან დაფინანსებული ადამიანი, მითუმეტეს შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი გახდება, ეს კიდე უფრო დიდი დარღვევა იქნება.

მე პრობლემურად მიმაჩნია, როდესაც უცხოური ფულით ფინანსდებიან ქართველი პოლიტიკოსები, ეს გახლავთ პირდაპირი უცხოური ინტერესების გატარება პოლიტიკაში, ამიტომ მნიშვნელოვანია თავადაც გააკეთოს განმარტება პოლიტიკოსია თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი. თუ პოლიტიკოსია ის, რა თქმა უნდა, უნდა გაემიჯნოს უცხოურ დაფინანსებას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე