„ლელოს" მზარდი რეიტინგი არ გაიშვას არსად - „ნაცმოძრაობის“ ლეღვის ფოთლებს ასე ხშირად ნუ ვახსენებთ, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, „ლელო“ თავად ქმნის ისეთ დღის წესრიგს და იმდენ "სისულელეს ლაპარაკობენ", რომ უმრავლესობას ამაზე რეაგირება უწევს.
„ლელოს" მზარდი რეიტინგი არ გაიშვას არსად. თავად ქმნის ამ "პოზიტიურ" დღის წესრიგს - იმდენ სისულელეს ლაპარაკობენ, რომ გვიწევს ამაზე რეაგირება. თან რომ იტყვის სანქციები დავუწესოთ რუსეთს და გავწყვიტოთ საერთოდ ყველანაირი სავაჭრო ურთიერთობა და თან პენსია გახდება 1000 ლარი, თან მისი პარტნიორი ლიდერი რომ იტყვის, არა მოსვლისთანავე კი არა, 4-5 წელიწადში და ამას რომ აკეთებენ ყოველდღე, მერე გვთავაზობენ, რომ გავჩუმდეთ და ეს არ შევნიშნოთ? ოპოზიცია დაბალრეიტინგულია გასაგებია, მაგრამ ასეთ მარგალიტებს რომ შემოგვთავაზებს ყოველდღე, აწევს ხოლმე "სატოპკეებს", შეუძლებელია ამის რეაგირების გარეშე დატოვება და ეს თუ უხარია, უკაცრავად და საკუთარი თავის "გაბანძების" საშუალებას (რომ გვაძლევს), ამას არასდროს მოვაკლებთ ყურადღებას. როცა ადამიანი ასეთ რამეს კადრულობს, ეპითეტები აღარ უნდა გაუკვირდეს არავის. "ნაცებზე" მეტს რომ იკადრებ, ამ ბარიერს და წითელ ხაზსაც რომ გადალახავ, ამის შემდეგ ეპითეტებზე გამოკიდება არარეალურია",- განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, „ლელოზე“ ბევრ კითხვას სვამენ ჟურნალისტები.
„თქვენ მეკითხებით "ლელოზე", მერე რაღაც უნდა ვთქვა და ამბობენ, ჩვენ გვაქცევენ ყურადღებას, რეიტინგი გვაქვს მზარდიო. "ნაცმოძრაობის" ლეღვის ფოთლებს დავანებოთ თავი საერთოდ. მოდის და მოდის კითხვები, რადგან კონკრეტულ ტელევიზიებში ეს ადამიანი იხდის ფულს. დაგისვამენ შეკითხვას, გასცემ პასუხს და მეორე დღეს გეკითხებიან, "ლელოზე" რატომ ლაპარაკობთო. შემთხვევით არ დამირქმევია - "ნაცმოძრაობის" ლეღვის ფოთლებს ასე ხშირად ნუ ვახსენებთ. ვიღაცამ იხუმრა და კარგი ხუმრობა იყო- "ნაცმოძრაობამ" ესენი და ესენი ლეღვის ფოთლებად აიფარა და რადიკალიზმი არ გამოუჩნდათო. რადიკალიზმი მაინც ყველას უჩანს",- განაცხადა მდინარაძემ.