გია ხუხაშვილი - იქნება კორუფციასთან ბრძოლის იმიტაციები, ასევე იქნება დაჭერებიც, არა კორუფციასთან ბრძოლის, არამედ კორუფციის კონტროლირებად სქემაში დაბრუნების ეგიდით

იქნება კორუფციასთან ბრძოლის იმიტაციები, ასევე იქნება დაჭერებიც, არა კორუფციასთან ბრძოლის ეგიდით, არამედ კორუფციის კონტროლირებად სქემაში დაბრუნების ეგიდით, - ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

როგორც მან ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნაზე და მის როლზე კორუფციასთან ბრძოლის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რეალურად, კორუფციასთან ბრძოლას არავინ აპირებს.

„კორუფციასთან ბრძოლა ამ ხელისუფლების პირობებში აბსურდია. ირაკლი კობახიძე არ არის მხედართმთავარი და არც ოფიცერი, რომ გადაწყვეტილებები მიიღოს. ეს არის მონოთეისტური რელიგიური ორგანიზაცია, სადაც თამაშის წესებს ერთი ადამიანი კარნახობს. იმ ადამიანისთვის კორუფციასთან ბრძოლა მხოლოდ იმიტაციაა. მისთვის სახელმწიფოს მართვაში კორუფციის მექანიზმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია, თუმცა მას უნდა რუსული მოდელის კორუფცია, როდესაც ეს ყველაფერი კონტროლირებადია და, ფაქტობრივად, ერთ სალაროზე მუშაობს. ადამიანს რომ ეტყვიან, შენ მილიონის მოპარვის უფლება გაქვს, მან უნდა მოიპაროს მილიონი და არა 10 მილიონი.

აქედან გამომდინარე, იქნება იმიტაციები, ასევე იქნება დაჭერებიც, არა კორუფციასთან ბრძოლის ეგიდით, არამედ კორუფციის კონტროლირებად სქემაში დაბრუნების ეგიდით და მეორე მხრივ, საარჩევნოდაც გარკვეული ბონუსია იმიტომ, რომ შეიძლება ბევრი ადამიანი დააჯერონ, რომ რაღაცას ებრძვიან. ეს არის ამოცანა, თორემ ბიძინასთვის კორუფცია ჩვეულებრივი ამბავია“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან, როგორც ხუხაშვილმა განაცხადა, პრემიერ-მინისტრად ღარიბაშვილის ნაცვლად ირაკლი კობახიძის დანიშვნით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს „შიში დააბრუნოს სისტემაში“.

„პრემიერი გადააყენა, დანიშნა კობახიძე მის ადგილზე და ახლა ცდილობს შიში დააბრუნოს სისტემაში, განა იმიტომ რომ კორუფციას ებრძოლოს, არამედ მისი მიზანია კორუფცია დააყენოს კონტროლის ქვეშ. ამისთვის გამოიყენებს კობახიძეს. ვიღაცას აუცილებლად დაიჭერს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო