შალვა პაპუაშვილი - „ლელო“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში 2022 წლის თებერვალში, საქართველოში დაიწყებოდა ომი და იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსი

„ლელო“ რომ ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლებაში 2022 წლის თებერვალში, საქართველოში დაიწყებოდა ომი და იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს 1000 - ლარიან პენსიასთან დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივაზე დასმული შეკითხვის პასუხად განუცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ლელო“ ითხოვდა, საქართველოს მთავრობას უკრაინაში გაეგზავნა მეომრები რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად.

„არათუ ეკონომიკურად შეუძლებელია [1000 ლარიანი პენსია], „ლელო“ ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო 2022 წლის თებერვალში, როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, გვახსოვს მაშინ რა მოთხოვნები ჰქონდათ - ისინი ითხოვდნენ, საქართველოს მთავრობას უკრაინაში გაგვეგზავნა მეომრები რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად და მოგვიწოდებდნენ, რომ ჩაგვეკეტა საზღვრები და ა.შ. „ლელო“, რომ ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლებაში 2022 წლის თებერვალში, საქართველოში დაიწყებოდა ომი და იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსი. დღეს გვექნებოდა არა აშენებული გზები და მაგისტრალები, არამედ გვექნებოდა დანგრეული და აფეთქებული ხიდები, გაუბედურებული ოჯახები, სიკვდილი და ეკონომიკური კრიზისი. ეს იქნებოდა „ლელოს“ ხელისუფლებაში ყოფნის შედეგი. ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ, პირადად ჩვენ მოგვიწოდებდნენ და შეხვედრებზე გველაპარაკებოდნენ, გაგვეგზავნა უკრაინაში მებრძოლები, ჩაგვეკეტა საზღვრები. ეს არის პირდაპირი გზა ომისკენ რუსეთთან. ეს არის სინამდვილეში „ლელოს“ საარჩევნო პროგრამა. ერთადერთი, რაც სლოგანი უნდა დააწერონ საარჩევნო პროგრამას, არის „ომი საქართველოში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, პოლიტიკა, რომელსაც „ლელო“ მიყვება, არის არა საქართველოს ინტერესების, არამედ სხვა ქვეყნების ინტერესების მსახურება.

„ისინი მზად არიან გადააყოლონ საქართველოს ინტერესი, საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლე სხვა ქვეყნების ინტერესებს, ისინი მზად იყვნენ გაეშვათ უკრაინაში მებრძოლები როგორც სახელმწიფოს, რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, მზად იყვნენ დაეკეტათ საზღვრები და სანქციების ომი გამოეცხადებინათ რუსეთისთვის. ამის შედეგი რა იქნებოდა, საქართველომ რამდენჯერმე ომით და ეკონომიკური კრიზისის სახით იწვნია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე